top of page

თიბისი IT აკადემია, რომელიც კომპანიის CSR პოლიტიკის ნაწილია, საინფორმაციო ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს ახალი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას, თანაც სრულიად უფასოდ.

ტექნოლოგიების სფეროში, პროფესიული განათლების მხარდაჭერისა და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობის მიზნით, თიბისი ბანკმა 2019 წელს დააფუძნა თიბისი IT აკადემია, რომელიც დღემდე წარმატებით ემსახურება ქვეყანაში IT ეკოსისტემის გაძლიერებას. 

 

IT აკადემიის მიზანია ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს,  Bootcamp-ების, პრაქტიკული ლექციების, მენტორშიფ სესიებისა და სფეროს წამყვან სპეციალისტებთან ერთად რეალურ პროექტებზე მუშაობით,  მისცეს შესაძლებლობა ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მაღალანაზღაურებად პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. 

 

თიბისი IT აკადემიაში, 2019 წლიდან, IT მიმართულებით მომზადება/გადამზადების პროგრამა ჯამურად 1000-მდე ადამიანმა გაიარა. აღსანიშნავია, რომ 300-მდე აკადემიის წარმატებული კურსდამთავრებული თიბისისა და თიბისის შვილობილ კომპანიებში დასაქმდა. 

 

TBC IT აკადემიაში ტრენინგ-პროგრამები იმართება ონლაინ რეჟიმში, რაც ხარისხიან ტექ. განათლებას ხელმისაწვდომს ხდის რეგიონის ბენეფიციარებისთვის და ხელს უწყობს რეგიონში სფეროს განვითარებას, ტექნოლოგიების როლის ზრდასა და უმუშევრობის დონის შემცირებას.  

bottom of page