top of page

TBC X USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის პროექტი დაიწყო

TBC ბანკისა და USAID-ის პროგრამა დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყო ორწლიანი პროექტი - TBC X USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის. საქართველოში, ICT მიმართულებებში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს პროფესიონალ კადრებზე ხელმისაწვდომობა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა რომ მიუხედავად ინტერესისა, ნაკლებია ტექნოლოგიურ სფეროში ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობები. აღნიშნული პროექტის მიზანია წვლილი შეიტანოს ამ ორი ურთიერთდაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტაში.

პროექტი გულისხმობს ტექნოლოგიების მიმართულებით სფეროს წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, ცხრა პრაქტიკული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებასა და 700-ზე მეტი ტექ.ტალანტის მომზადება/გადამზადებას. წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ TBC ბანკსა და მის პარტნიორ კომპანიებში.

პროექტის ძირითადი ფოკუსებია:

• ქვეყნის ICT ეკოსისტემის გაძლიერება, რაც მოიაზრებს ტექნოლოგიების სფეროში კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების მომზადება/გადამზადებას და ტექ. ტალანტებზე ხელმისაწვდომობის ზრდას როგორც  TBC ბანკისთვის და მისი უშუალო პარტნიორებისთვის, ასევე სხვა ტექნოლოგიური კომპანიებისთვის.
• ქალების გაძლიერება ტექნოლოგიების სფეროში, მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და დასაქმების შესაძლებლობების ზრდა. გარდა ამისა პროექტი მიზნად ისახავს რეგიონებში ICT სფეროს განვითარების ხელშეწყობას, რასაც შეუძლია თავისი როლი შეასრულოს უმუშევრობის შემცირებაში.
• USAID-თან პარტნიორობის გზით განვითარებაზე ორიენტირებული საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.

პროექტის ფარგლებში შემუშავდება და გამოცხადდება პრაქტიკული კურსები შემდეგ მიმართულებებზე:

სასწავლო კურსები
LECTURER__.jpg

TOT - Training of trainers

თიბისი აკადემიის მარკეტინგის მიმართულება საინტერესო თავგადასავლებს და აღმოჩენებს გთავაზობს. განავითარე  ახალი უნარები.

alvaro-reyes-KxVlKiqQObU-unsplash___.jpg

IOS Development

შემოუერთდი თიბისი აკადემიას რისკების მართვის მიმართულებით და განივითარე ანალიტიკური და ტექნიკური უნარები სრული დაფინანსებით.

Blockchain-(2)___.jpg

Blockchain

შემოუერთდი თიბისი აკადემიას რისკების მართვის მიმართულებით და განივითარე ანალიტიკური და ტექნიკური უნარები სრული დაფინანსებით.

lautaro-andreani-UYsBCu9RP3Y-unsplash.jpg

React

თიბისი აკადემიის მარკეტინგის მიმართულება საინტერესო თავგადასავლებს და აღმოჩენებს გთავაზობს. განავითარე  ახალი უნარები.

rubaitul-azad-ZIPFteu-R8k-unsplash___.jpg

Python (Basic)

თიბისი აკადემიის მარკეტინგის მიმართულება საინტერესო თავგადასავლებს და აღმოჩენებს გთავაზობს. განავითარე  ახალი უნარები.

rubaitul-azad-ZIPFteu-R8k-unsplash____ed

Python (Advance)

თიბისი აკადემიის მარკეტინგის მიმართულება საინტერესო თავგადასავლებს და აღმოჩენებს გთავაზობს. განავითარე  ახალი უნარები.

sec__.jpg

Information Security (Basic)

თიბისი აკადემიის მარკეტინგის მიმართულება საინტერესო თავგადასავლებს და აღმოჩენებს გთავაზობს. განავითარე  ახალი უნარები.

philipp-katzenberger-iIJrUoeRoCQ-unsplash.jpg

Information Security (Advance)

თიბისი აკადემიის მარკეტინგის მიმართულება საინტერესო თავგადასავლებს და აღმოჩენებს გთავაზობს. განავითარე  ახალი უნარები.

shutterstock_2256845189__.jpg

Dev Ops

თიბისი აკადემიის მარკეტინგის მიმართულება საინტერესო თავგადასავლებს და აღმოჩენებს გთავაზობს. განავითარე  ახალი უნარები.

მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში TBC IT აკადემიის ბაზაზე შეიქმნა iOS ლაბორატორია, რომელიც iOS Development-ით დაინტერესებულ სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას განივითარონ პრაქტიკული უნარები, მიუხედავად იმისა, თავად აქვთ თუ არა ხელმისაწვდომობა საჭირო ტექნიკურ აღჭურვილობაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ კურსებზე - iOS Development და ToT-Learning methodology and pedagogical skills development program - პირველი ნაკადისთვის მიღება უკვე გამოცხადა, შესაბამისად დაინტერესებულ პირებს უკვე შეუძლიათ ჩაერთნონ შესარჩევ ეტაპში.

Პროექტის სამიზნე აუდიტორია მოიცავს 18 წლიდან ადამიანებს, რომელთაც აქვთ სურვილი და მოტივაცია გადადგან პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიების სფეროში კარიერული განვითარებისთვის ან შეიცვალონ ამჟამინდელი პროფესია და განივითარონ უნარები ტექ. Მიმართულებებში.

ორი წლის მანძილზე იგეგმება არაერთი საინტერესო ინფორმაციული, საგანმანათლებლო თუ პრაქტიკული აქტივობები, რიგი საინფორმაციო შეხვედრების, ბუთქემფებისა და დასაქმების ფორუმების ჩათვლით. დაინტერესებულ პირებს პროექტში ჩართვა პრაქტიკულ გამოცდილებას და განვითარებაზე ორიენტირებულ შესაძლებლობებს სთავაზობს.

bottom of page