top of page

პროექტის შესახებ

for-web2-980x400.png

ტექნოლოგიური განათლებისთვის

თანამედროვე მსოფლიოში ტექნოლოგიებს განსაკუთრებული როლი ენიჭება.

ამ სფეროში მუდმივად ვითარდება ახალი მიმართულებები და იბადება ახალი პროფესიები.  

იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იყოს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა ICT სფეროში, მოხდეს სხვადასხვა პერსპექტიული მიმართულებით კადრების მომზადება/გადამზადება და ტექნოლოგიურ სფეროში  პროფესიონალებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, თიბისი ბანკისა და USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობით დაიწყო ორწლიანი პროექტი - TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის.  

Asset 4_2x.png

პროექტი გულისხმობს სფეროს წამყვანი ექსპერტების ჩართულობით ცხრა პრაქტიკული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებასა და 700-ზე მეტი ტექ.ტალანტის მომზადებას. კურსების დასრულების შემდეგ წარმატებულ კურსდამთავრებულებს ეძლევათ შესაძლებლობა განივითარონ კარიერა ტექნოლოგიურ სფეროში და დასაქმდნენ თიბისი ბანკსა და მის პარტნიორ კომპანიებში. 

Usaid__87.JPG

კურსები წარიმართება ონლაინ რეჟიმში, რაც პროგრამაში ჩართულობას ხელმისაწვდომს ხდის დაინტერესებული პირებისთვის რეგიონებიდან და ხელს შეუწყობს რეგიონში სფეროს განვითარებას, ტექნოლოგიების როლის ზრდასა და უმუშევრობის დონის შემცირებას.

 

პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსია ქალთა ხელშეწყობა და გაძლიერება ტექნოლოგიების სფეროში, მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და დასაქმების ხელშეწყობა. 

მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში თიბისი IT აკადემიის ბაზაზე შეიქმნა iOS ლაბორატორია, რომელიც iOS Development-ით დაინტერესებულ სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას ისწავლონ და განივითარონ პრაქტიკული უნარები, მიუხედავად იმისა, თავად აქვთ თუ არა ხელმისაწვდომობა საჭირო აღჭურვილობაზე.

რომელ სასწავლო კურსებს მოიცავს პროექტი?

პროექტის ფარგლებში ორი წლის მანძილზე რამდენიმე ნაკადად გამოცხადდება მიღება შემდეგ კურსებზე:

სასწავლო კურსები
LECTURER__.jpg

TOT - Training of Trainers

ტრენერთა ტრენინგის (ToT) კურსის მიზანია მოამზადოს/გადაამზადოს კვალიფიციური ტრენერები 

რეგისტრაცია დასრულებულია

alvaro-reyes-KxVlKiqQObU-unsplash___.jpg

iOS Development

iOS development არის პროცესი, რომელიც გულისხმობს აპლიკაციების განვითარებას კონკრეტულად Apple-ის iOS ოპერაციული სისტემისთვის.

რეგისტრაცია დასრულებულია

Blockchain-(2)___.jpg

Blockchain

კურსის შესახებ ინფორმაცია მალე დაემატება

რეგისტრაცია დაიწყება 1 ნოემბრიდან

lautaro-andreani-UYsBCu9RP3Y-unsplash.jpg

React

კურსის შესახებ ინფორმაცია მალე დაემატება

რეგისტრაცია დაიწყება 1 დეკემბრიდან

rubaitul-azad-ZIPFteu-R8k-unsplash___.jpg

Python (Basic)

კურსის შესახებ ინფორმაცია მალე დაემატება

რეგისტრაცია დაიწყება 1 დეკემბრიდან

rubaitul-azad-ZIPFteu-R8k-unsplash____ed

Python (Advance)

კურსის შესახებ ინფორმაცია მალე დაემატება

რეგისტრაცია დაიწყება 15 იანვრიდან

sec__.jpg

Information Security (Basic)

კურსის შესახებ ინფორმაცია მალე დაემატება

რეგისტრაცია დაიწყება 1 ნოემბრიდან

philipp-katzenberger-iIJrUoeRoCQ-unsplash.jpg

Information Security (Advance)

კურსის შესახებ ინფორმაცია მალე დაემატება

რეგისტრაცია დაიწყება 1 ნოემბრიდან

shutterstock_2256845189__.jpg

DevOps

კურსის შესახებ ინფორმაცია მალე დაემატება

რეგისტრაცია დაიწყება 1 ნოემბრიდან

ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობა?
 

Პროექტის ფარგლებში კურსებზე დარეგისტრირება შეუძლიათ 18 წლიდან პირებს, რომელთაც აქვთ ინტერესი და მოტივაცია გადადგან პირველი ნაბიჯები ან შეიცვალონ ამჟამინდელი პროფესია და განივითარონ კარიერა ტექნოლოგიების სფეროში.  

პროექტის პარტნიორები

Asset 4_2x.png
White horiz.png
bottom of page